თეგი: ვოლოდიმერ ზელენსკი

ვოლოდიმერ ზელენსკი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ცხადყოფს, თუ ვინ არის უკრაინის მეგობარი. "ეს ნათლად აჩვენებს, ვინ არის უკრაინის მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა ჩვენს გვერდით დადგეს და დაგვეხმაროს. უკრაინა ამას არასდროს დაივიწყებს. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაძლიერდება არა საერთო საფრთხეებით, არამედ მხოლოდ საერთო გამარჯვებებით“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ

ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც თეთრი სახლის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია. ამასთან, ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს. „გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს მოსალოდნელია თავდასხმა, მაშინ მოგვაწოდეთ. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკულ ტელეკომპანია CNN დაყრდნობით ავრცელებს. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თქვენი ჩამოსვლა კიევში იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ეს გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ ბაიდენს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები. „ეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი აქტია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიისთვის. ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის ირგვლივ უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ვოლოდიმერ ზელენსკი: უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, კრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და მათ ქვეყნაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. "უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ვოლოდიმერ ზელენსკი: მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ოფისის წინ იმყოფება. „ახლა სოციალურ ქსელებში გაჩნდა ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. მაშ ასე, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს“, – აცხადებს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ვოლოდიმერ ზელენსკი: დადგა გადამწყვეტი მომენტი, უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭირონ უკრაინას და მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. „დადგა გადამწყვეტი მომენტი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მრავალწლიანი დისკუსია და უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მიიღოს. ვიმსჯელეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შემდგომ დახმარებაზე და თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე“, - წერს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და უნგრეთის ხელისუფლებებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის გადაწყვეტილებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და უნგრეთის ხელისუფლებებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-იდან გათიშვის გადაწყვეტილებას. „ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს - უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება და აღჭურვილობა მიეწოდება. უკვე გვაქვს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მზაობა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის თაობაზე. იმედია, გერმანიასა და უნგრეთს ეყოფათ სიმამაცე, მხარი დაუჭირონ ამ გადაწვეტილებას“, - განაცხადა ზელენსკიმ. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ

გერმანია და უნგრეთი ევროკავშირის ის ქვეყნები არიან, რომლებიც SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკვე ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა არსებობს რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ. იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ვაჟკაცობა ეყოფათ და ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დავიცვათ ევროპა“, – აცხადებს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ეროდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 26 თებერვალს გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკის განუცხადა, რომ ანკარა ცდილობს, მიაღწიოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ცნობისთვის, თურქეთი გაზის იმპორტის ერთ მესამედს რუსეთიდან აწარმოებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. უკრაინამ 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. Reuters-ი წერს, რომ 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. „მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლოების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ“, -წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს  

ვოლოდიმერ ზელენსკი: ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას

რუსული ძალების სარაკეტო არტილერიის ხარკოვზე სასტიკი დარტყმა ყველა შეთანხმებას არღვევს. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ბრიფინგზე. "რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის, აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ესაა ყველა შეთანხმების დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ ამ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას. აქაა უკრაინა, აქაა ევროპა, აქაა 2022 წელი. ბოროტება, შეიარაღებულო რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს! ეკონომიკურად უნდა განადგურდეს! უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ქვეყანა, რომელიც მოქალაქეთა მიმართ სამხედრო დანაშაულს სჩადის, არ შეიძლება, იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი. ამ ქვეყნისთვის მსოფლიოს ყველა პორტი, არხი, აეროპორტი უნდა დაიხუროს. ასეთი ქვეყანა არ უნდა იღებდეს ათასობით მილიარდს ენერგორესურსების ექსპორტით. ახლა, რუსული საქონლის შეძენა ნიშნავს ადამიანების მკვლელობაში ფულის გადახდას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: რუსულმა მხარემ ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბა

ვოლოდიმირ ზელენსკი: რას მიიჩნევთ შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს?!

"რას მიიჩნევთ შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ – წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს", - ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაბი იარის დაბომბვის შემდეგ ოფიციალურ რუსეთს. "შეუძლებელია ამის ახსნა ნებისმიერი ადამიანური მიზეზით. ღმერთის მიზეზით. რაღა იქნება ბაბი იარის შემდეგ? კიდევ რომელი „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? კიდევ NATO-ს ბაზები? წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, ლავრა, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი? ისინი, იქ, რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმაც დალახვროს, რადგან ღმერთი ჩვენთანაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.   ასევე წაიკითხეთ: ოლოდიმერ ზელენსკი: რუსეთის შემოჭრიდან პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა

უკრაინული მედია: რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე ცნობით, რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს. „მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ", - წერს გამოცემა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: რას მიიჩნევთ შემდეგ „სამხედრო ობიექტებად“ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს, ლავრას, თუ კიევის წმინდა ანდრიას ტაძარს?!  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის შემოჭრიდან პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი ექვსი დღის განმავლობაში თითქმის 6 000 რუსი სამხედრო დაიღუპა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მათ არაფერი იციან კიევის, ჩვენი ისტორიის შესახებ. მაგრამ მათ აქვთ ბრძანება, წაშალონ ჩვენი ისტორია, წაშალონ ჩვენი ქვეყანა, წაშალონ ყველა ჩვენგანი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს - ზელენსკი ევროპარლამენტს    

ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ

ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის გატაცებას. „მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე, რისი იმედიც ასე ძალიან ჰქონდათ. იმიტომ რომ წლობით ატყუებდნენ საკუთარ თავს, თითქოს უკრაინაში ვინმე რუსეთს ელოდება. მათ ვერ იპოვეს კოლაბორაციონისტები, რომლებიც ოკუპანტებს ქალაქებსა და ძალაუფლებას გადასცემდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს.

ის ყველაფერს დაკარგავს... აფხაზეთსაც - ზელენსკი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს რუსული გამოცემების წარმომადგენლებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის სამომავლო გეგმები არასტრატეგიულია.  „ამ მრავალვექტორულობით ის ყველაფერს დაკარგავს აფხაზეთსაც, მაგრამ მერე როგორ უნდა იცხოვრონ იმ ადამიანებმა? მე გპასუხობთ კითხვაზე - რა იქნება შემდეგ. მაგალითად, დონბასში, სადაც ბავშვებს უკვე 10 წელია ასწავლიან, რომ ჩვენ ვართ ნაცისტები. ამაშია პრობლემა. რა იქნება 3-5 თაობის შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის როლზე მსოფლიოში, ლიდერობაზე და ყველა იმ ქვეყანაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა, და ვისაც აქვს უფლება არ იყოს რუსეთი. „მთელი ისტორიაა აქ: კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები - მოლდოველები, უკრაინა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი ფაქტორის გამო. ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. რუსეთმა დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა, მათ ამის დაბრუნება ძალით უნდათ, რასაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს, მეორე საკითხია გეოპოლიტიკა, უკრაინის ადგილი, ერი... ასეთი აზარტული და შრომისმოყვარე ერი ეკონომიკურად წინ სწრაფად წავა. ჩვენთან ხომ პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება.. ჩვენთან ხელისუფლებაში ახალგაზრდები მოდიან. თუ იქ შეიძლება, ჩვენთან რატომ არ უნდა შეიძლებოდეს? - იტყვის ხალხი. ძალიან ბევრი რამაა რატომაც მოქმედებს პუტინი ასე. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიცია აქვს, მაგრამ რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ყველა ადამიანი, რომელიც 70-80 წლის არის, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგიაა, მაგალითად, მე მაინტერესებს რა იქნება უკრაინაში ჩემს მერე, როგორ იქნებიან ჩემი შვილები“,  განაცხადა ზელენსკიმ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შესახვედრად  

დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ ვლადიმერ პუტინმა, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე უარი თქვა

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს უარი მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის ბულგარეთის პორტით ისარგებლებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბულგარეთის პორტ „ვარნას“ აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის გამოიყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მიღწეულია შეთანხმება უკრაინული აგროპროდუქტებისა და ხორბლის ბულგარეთის პორტის გავლით ექსპორტზე. ამ მიმართულებით იხსნება ახალი პერსპექტივები“, - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ პეტკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზადაა უკრაინას „ვარნას“ პორტის მომსახურება შესთავაზოს, ძირითადად ხორბლის ექპორტისთვის.  ასევე წაიკითხეთ უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის გენერალურ პროკურორად ანდრეი კოსტინი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდნტის განკარგულებაშია ნათქვამი. უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი 27 ივლისს დაუჭირა. ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა კოსტინი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი რადას იურიდიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდეობას იკავებდა. მას მხარი 299-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინი დღეს წარადგინა. მანამდე, გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.  

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს - მაკრონი

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა "ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები. მჯერა, რომ ეს შეიძლება, იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.